ბათუმში ახალი სპორტის სასახლე აშენდება

საქართველო, თბილისი - 13:15 | 09.06.2016
ნანახია: 1496

ბათუმში ორდარბაზიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტის სასახლე აშენდება. ამის შესახებ აჭარაში ვიზიტით მყოფმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა განაცხადა. კომპანია სოკართან გაფორმებული სასპონსორო მემორანდუმის შემდეგ  ტარიელ ხეჩიკაშვილმა ბათუმის სასპორტო სკოლა მოინახულა. მინისტრმა სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, შეხვდა მწვრთნელებს და სპორტსმენებს. სკოლაში სპორტის 25 სახეობაში ყოველდღიურად 2 500 ბავშვი და ახალგაზრდა ვარჯიშობს. შედეგების თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობა ბერძნულ-რომაული ჭიდაობაა, პოპულარობით კი კალათბურთი სარგებლობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე