საქართველოს პრეზიდენტი გმობს თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტს

საქართველო, თბილისი - 11:46 | 09.06.2016
ნანახია: 1445

„შეძრწუნებული ვარ თურქეთში, პოლიციის ავტომობილზე, მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტით, რომელმაც უდანაშაულო მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და მრავალი ადამიანის დაშავება გამოიწვია.

საქართველო, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად,   ერთობლივი ძალისხმევით განაგრძობს თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას. ქართველი ხალხი თანაუგრძნობს და დგას მეგობარი თურქი ხალხის გვერდით.  ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე