”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს კახა კალაძე უხელმძღვანელებს

საქართველო, თბილისი - 19:52 | 08.06.2016
ნანახია: 1498

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშილმა პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსად საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ”ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე წარადგინა.

"კახი კალაძე აქვს კაპიტნის გამორჩეული თვისებები, ორგანიზატორული ნიჭი და გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება წინასაარჩევნო კამპანიის ღირსეულად ჩატრებისა და საბოლოო გამარჯვებისთვის",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისს ოფიციალურად დაიწყო. საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე