საქართველო მყარი ნარჩენების მართვის სფეროში ევროპულ სტანდარტებს გაეცნო

საქართველო, თბილისი - 16:22 | 08.06.2016
ნანახია: 1452

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს  წარმომადგენლებთან ერთად  გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც  მყარი ნარჩენების მართვის გერმანულ გამოცდილებას გაეცნო.

ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ , ქალაქ მაისენთან არსებული „გრიობერნის“ ნაგავსაყრელი მოინახულა.

გერმანულმა მხარემ  „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ თანამშრომლებს ნაგავსაყრელების მართვის, დახურვისა და შემდგომი მოვლის, ასევე, ნაგავსაყრელებზე წარმოშობილი აირების/ნაჟური წყლების შეგროვების,  დამუშავების და   ენერგიის მიღების საკითხებში თავისი გამოცდილება გაუზიარა.

ვიზიტი ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე