ზაზა ხატიაშილი ბიძინა ივანიშვილს პასუხობს
საქართველო, თბილისი - 12:21 | 08.06.2016 ნანახია: 1463ადვოკატთან ასოციაციის თავმჯდომარე ბიძინა ზაზა ხატიაშვილი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით პასუხობს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
"დღეს, დაბადების დღე მაქვს, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვეხმაურო თქვენს გუშინდელ ცილისწამების ფაქტს ჩემთან მიმართებაში.
ბატონო ივანიშვილო-მურუისიძე! თქვენი გუშინდელი ბრიფინგის დროს. როგორც იქნა მახსენეთ. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან მიმართებაში ვერ დამალეთ ბოღმა, რომელიც ვერანაირად ვერ გადაიბირეთ, მიუხედავად მცდელობებისა ვერ დაიმონეთ. სამოქალაქო საზოგადოების თვალში გამხილეთ როგორ მატყუარა, მურუსიძეების დამცველი და სამოქალაქო საზოგადოების მტერი. 2006 წელს, გიორგი მიქიაშვილის წამების შემდეგ, დავიწყე მოძრაობა მურუსიძეების სასამართლოსგან გათავისუფლების მიზნით. რვა წელი ვიბრძოდი მიქიაშვილის წამების საქმესთან დაკავშირებით. საბოლოოდ, 2012 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სასამართლო პროცესი მოვიგე, რომელმაც მიქიაშილის წამება დაადასტურა-არაადამიანური, არაჰუმანური მოპყრობა. ვიფიქრე, მიქიაშვილის საქმის მოგების შემდეგ, მურუსიძეს საბრალდებო სკამზე დასვავდი, მაგრამ მოხვედი ხელისუფლებაში, სამოქალაქო საზოგადოებას უღალატე და მურუსიძის და მისნაირი მოსამართლეების დამცველად მოგვევლინე. მიუხედავად თქვენგან მურუსიძის დაცვისა, მარტო გავაგრძელე ბრძოლა მურუსიძეების წინააღმდეგ და მთელი საზოგადოება მრუსიძეების წინააღმდეგ გავაერთიანე. ეს ჩემი ბრძოლით და ჩემი სიმართლით გავაკეთე, ჩემი პატიოსნებით, რაც უცხოა თქვენთვის და თქვენნაირებისთვის. სამოქალაქო საზოგადოებაში დავამკვიდრე ტერმინი „მურუისძეები“, რომელიც ჟურნალისტთა კორპუსმა, პოლიტიკურმა სპექტრმა, სამოქალაქო სექტორმა აიტაცა. როგორც სააკაშვილი გადაჰყვა გირგვლიანს, ვაზაგაშვილს, რობაქიძეს და ა.შ თქენი ხელისუფლება გადაყვებით მურუსიძეს, კაბელების საქმეს, რუსთავი 2 -ს და ა.შ. სწორედ ეს ვერ გადახარშე. ჩემზე ვერ იტყვით, რომ შეკრული ვიყავი სააკაშვილის რეჟიმთან, არავიან დაგიჯერებთ, ამიტომ ჩემთან მიმართებაში საკმაოდ იაფფასიანი დარტყმა განახორციელეთ.
2006 წელს თქვენ და მიხეილ სააკაშვილი თანამოაზრეები იყავით (თქვენ განაცხადეთ, 7 ნოემბრის დარბევების შემდეგ გავემიჯნეო) ერთად მებრძოდით, ერთად იცავდით მურუსიძეების სასამართლოს, ამართლებდით მიქიაშვილის და სხვების წამებას. 2012 წლის არჩევენების წინ, თქვენ სამართლიან სასამართლოს გვპირდებოდით, ამ იმედით აგირჩიათ ხალხმა, მაგრამ მოგვატყუეთ და მურუსიძეზე განაცხადეთ თავი დაანებეთ მურუსიძეს „მსხვერპლიაო“. ვინაიდან კარს მოგვადგა არჩევნები, ხელისუფლების დაკარგვის შეგეშინდათ, ამიტომ გადაწყვიტეთ იაფფასინი დარტყმის განხორციელება ჩემთან მიმართებაში, რასაც ვერ ეღირსებით. თქვენგან განსხვავებით, მე ტყუილი არ მითქვამს. მეც მიცნობს სამოქალაქო საზოგადოება და თქვენც. 26 ათას მოქალაქეს პროკურატურაში სამართლიანობის აღდგენის მიზინით საჩივარი შეატანინეთ, საცოდავი მოქალაქეების საჩივარი ეწერებოდათ იმ პროკურორებს, რომლებსაც მოქალაქეები უჩიოდნენ. როდესაც მოქალაქე მიდიოდა პროკურატრაში და ხედავდა მისი საჩივარი ეწერა მის წამებაში, მის გაკულაკებაში მონაწილე პროკურორს, შოკი ემართებადა. ყველას ახსოვს, როგორ ნახულობდა საქართველოს მოქალაქე კეთილ სიზმარს და მთელ ქონებას, პროკურატურაში ვიზიტის შემდეგ სახელმწიფოს ჩუქნიდა. თქვენ გახდით ამ პროკურორების დამცველი და ეს არ გეპატიებათ. გუშინდელ პრესკონფერენციაზე სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩადენილი წამების ფაქტები რამოდენიმეჯერ ახსენეთ. მინდა გითხრათ, რომ ის ადამიანი იმავე დოზით არის დამნაშავე ვინც იცის, რომ ჩადენილია წამება, არაჰუმანური მოპყრობა და წამების ორგანიზატორებს და შემსრულებლებს მფარველობს. თქვენ, რომ გეთქვათ არჩევნების წინ, მურუსიძეები გახდებოდნენ თქვენი კერპები, ხმას არავინ არ მოგცემდათ, ამიტომ ბრძანდებით მატყუარა, რადგან გააკეთეთ ის, რასაც თქვენგან ვერავინ ვერ წამოიდგენდა.
გუშინდელ პრესკონფერენციაზე დამადანაშაულეთ იმაში, რომ არ ვიცი კანონმდებლობა რადგან მივმართე პრეზიდენტს არ დაეშვათ მურუსიძის არჩევა სასამართლო სისტემაში. გეცოდებათ ადვოკატურა ჩემს ხელში, აცხადებთ: „ აბა ნახეთ ადვოკატურა რა დღეშია ?“
მინდა გითხრათ, თუ რა დღეშია ადვოკატურა თქვენი მმართველობის ანუ ფეოდალიზმის ეპოქაში. თქვენი ხელისუფლების დროს, ადვოკატი გიორგი მდინარაძე ხელბორკილებდადებული დააბეს და აწამებს პოლიციაში იმის გამო, რომ არასრულწლოვანს კონსულტაცია გაუწია. ეს საზიზღრობა მოხდა ადვოკატის დღეს, 2015 წლის 8 ნოემბერს, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის სტუმრობის დროს. პოლიციის აღნიშნულ სიბინძურეზე განცხადება არ გაგიკეთებიათ, ის პირები ვინც დააკავა ადვოკატი მდინარაძე, დღესაც პოლიციაში მსახურობენ. სააკაშვილის ხელისუფლების დროს, 2011 წელს აწამეს ადვოკატი ირინა საღინაძე, რომელსაც დიდი რეზონასი მოჰყვა რადგან მთელს მსოფლიოს მივმართე. 2012 წლის ნოემბერში ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა თქვენს ხელისუფლებას წერილი მისწერა და ამ საქმის გამოძიება გთხოვათ. ირინა საღინაძე 4 წელია დაზარალებულად არავის უცნია და არც დაუკითხავთ. თქვენი ხელისულების დროს, აფხაზეთიდან ლტოლვილ სამი შვილის დედას, ადვოკატ ნონა კირთაძეს სასამართლოში თავს დაესხა ფინანსური პოლიციის თანამშრომელი გოგა ბერძენიშილი, თუმცა გოგა ბერძენიშვილი დღესაც სამსახურშია. პროკურატურის შენობაში, პროკურორმა სცემა ადვოკატი და ა.შ . თქვენი განცხადება ადვოკატების წამებაზე არავის გაგვიგია, სამაგიეროდ თურმე შეგაწუხათ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდოამარის მიმართვამ პრეზიდენტის მიმართ, თქვენს ფავორიტ - ლევან მრუსიძესთან მიმართებაში.
ბატონო ივანიშვილო-მრუსიძე, ჩემი მიმართვის შინაარსი, რომელიც პრეზიდენტს გაეგზავნა, რომ ვერ გაიგეთ არ მიკვირს (თქვენი განათლების დონიდან გამომდინარე). თქვენი გუშინდელი პრესკონფერენციიდან დავრწმუნდი, რომ დიდი უბედურება შეეყარა ჩვენს ქვეყანას თქვენი სახით. მინდა იცოდეთ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვარ თითქმის 7 წელია, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ადვოკატთა კორპუსი სწორი მიმართულებით ვითარდება, რაც მე გავაკეთე ადვოკატის პროფესიის დაცვის და განვითარებისთვის იმისი ნახევარი რომ გაგეკეთებინათ ქვეყნის განვითარებისთვის, ეს ქვეყანა აყვავდებოდა.
გუშინ ჟურნალისტებთან ბევრი იცრუეთ, ქალბატონ ეკატერინე კვესიტაძის დაუსვით შეკითხვა: თუ რა გააკეთეთ იმაზე უარესი, რაც არ ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლებაში. მინდა მე გიპასუხოთ.
ჟურნალისტებმა არ დასვეს შეკითხვები თქვენი ხელისუფლების საკვანძო ,,საგმირო საქმეებთან“ დაკავშირებით, კერძოდ:
- საუბრობდით კაბელების საქმის დეტალებზე, თქვენ, როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იცოდით კაბელების სისხლის სამართლის საქმის დეტალები, მაშინ როდესაც, ადვოკატებს არ აძლევდნენ საქმის მასალებს, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმე იყო გრიფით საიდუმლო. ალბათ გაგიგონიათ, რომ გრიფით საიდუმლო სისხლის საქმის მასალების გახმაურება სისხლის სამრთლის დანაშაულია. ლოგიკურია კითხვა, საიდან იცოდით გრიფით საიდუმლო საქმის მასალების შესახებ, რომელიც არავის არ უნდა სცოდნოდა ?
საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, თქვენი ხელისუფლების დროს, ყაჩაღობაში ბრალდებული პირი, რომელსაც სავარაუდოდ არ ჰქონდა კანონიერი გზით მიღებული დიპლომი, მთავარ პროკურორად დანიშნეთ, რაც არ დაესიზმრებოდა არცერთ ხელისუფლებას.
საქართველოს ისტორაიში გახდით პირველი ხელისუფლება, რომელმაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მოქალაქე დვალიშვილის წამებაში დადანაშაულებული რევაზ ქობულია, რომელმაც ნაწამებ რევაზ დვალიშვილს იატაკზე დასხმული კოკა-კოლა ენით აალოკინა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2012 წლის გადაწყვეტილების შემდეგ, დანიშნეთ წყალტუბოს პოლიციის სამმართველოს უფროსად. თქვენ, რუსთავი 2 -ს ებრძვით მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ფაქტები გაასაჯაროვა. ასევე, იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც კრიტიკული კითხვები დაგისვათ, ჭკუა დაარიგეთ ნუ ბაძავენ რუსთავი 2-ს, საერთოდ, თქვენს საქციელზე კომენტარი ზედმეტია.
როგორც მოგეხსენებათ, ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე გახლავართ, თქვენ, როგორც ბრძანეთ, მოქალაქე, მოქალაქე ივანიშილს გთავაზობთ პირდაპირ ეთერში დებატებს. თანახმა ვარ, თქვენს ტელევიზიაში მოვიდე სრულიდან მარტო და მოვიტანო მტკიცებულებები თუ რამდენი საშინელება ჩაიდინეთ", - ნათქვამია ღია წერილში.
პოლიტიკა
- „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა
- პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის თარიღი გახდება ცნობილი
- პუტინის რუსეთი თუ უკრაინაში გაიმარჯვებს, იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს, ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგები უკვე ვნახეთ საქართველოსა და მოლდოვაში - ბორელი
- მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო
მსოფლიო
- ჯონ კირბი ადასტურებს, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერულ კომპანიას LIEBHERR-ის ყველაზე დიდი სამთო საკარიერო ბულდოზერები გადასცა
- 40%-იანი ქეშბექი – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს კვირეული დაიწყო
- CX60 და CX90 - „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს
- არ მოატყუო ზამთარი და შეცვალე ანტიფრიზი - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს