"შველი წყლის პირას" ბიძინა ივანიშვილმა 629 ათას ფუნტ სტერლინგად შეიძინა

საქართველო, თბილისი - 18:18 | 07.06.2016
ნანახია: 1829

ლონდონში, "სოტბის" აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ტილო "შველი წყლის პირას" ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.  "სოტბის" აუქციონზე ტილო დღეს 629 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ნახატის საწყისი ფასი 150 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო.

’’შველი წყლის პირას’’ რუსული მხატვრობის სექციაში იყო წარმოდგენილი.

„სოტბის“ აუქციონზე ასევე გაიყიდა ლადო გუდიაშვილის „ჩვენი ნიკო“ (ნიკო ფიროსმანის პორტრეტი), 75 000 ფუნტად.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე