გიორგი კვირიკაშვილი თურქ ხალხს უსამძიმრებს

საქართველო, თბილისი - 17:05 | 07.06.2016
ნანახია: 1485

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თუქეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს და თურქ ხალხს დაღუპულთა ოჯახებსა და მთავრობას უსამძიმრებს. 

”მწუხარებას გამოვთქვამ სტამბოლის ცენტრში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც გამვლელები და პოლიციელები ემსხვერპლნენ. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, თურქ ხალხსა და მთავრობას მომხდარი ტრაგედიის გამო. სამწუხაროა, რომ თანამედროვე სამყაროში უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს ბრძოლისა და ზემოქმედების იარაღად იყენებენ. მსოფლიო საზოგადოებას, ყველას ერთად მაქსიმალური ძალისხმევა გვმართებს ამ სისასტიკის შესაჩერებლად”, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე