ფილიპინებზე ხანძარს 9 მსჯავრდებული ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:35 | 09.10.2015
ნანახია: 1941

ფილიპინებზე ხანძარს 9 მსჯავრდებული ემსხვერპლა. ერთ-ერთი პატიმარი უგზო-უკვლოდ დაკარგულადაა მიჩნეული.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კუნძულ ლეიტზე ციხე რვა საათის განმავლობაში იწვოდა. შენობა მთლიანად განადგურდა.

როგორც პრესა წერს, დაღუპულთა უმეტესობა ფსიქიკურად დაავადებულთა სპეციალურ განყოფილებაში იმყოფებოდა.

სასჯელაღსრულების დაწესებულება 500 პატიმრისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა იქ 1300 მსჯავრდებული იმყოფებოდა. ისინი სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიდნენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე