სააკაშვილმა სამუშაო კაბინეტი კარავში გადაიტანა

საქართველო, თბილისი - 16:32 | 07.06.2016
ნანახია: 4781

ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა სამუშაო კაბინეტი ოდესა-რენის მაგისტრალზე, კარავში გადაიტანა და განაცხადა, რომ გზატკეცილზე სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე, ის მუშაობას კარავში განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ უკრაინული ტელეარხი 112 Украина იუწყება. 

გზაზე დადგმულ კარავს შემდეგი სახის წარწერა აქვს: "ოდესის ოლქის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის დროებითი ოფისი".

"აქ მანამდე ვიქნები, სანამ გზაზე სამუშაოები არ დასრულდება," - განაცხადა სააკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე