საქართველოს პრეზიდენტი ელმარ ბროკს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 12:40 | 07.06.2016
ნანახია: 1388

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა  კომიტეტის თავმჯდომარეს ელმარ ბროკს სამუშაო  საუზმეზე შეხვდა.

მხარეებმა ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე  გუშინ გამართული დებატები შეაფასეს და აღინიშნა, რომ  საქართველოს  პრეზიდენტის  ვიზიტი სტრასბურგში დროული და მნიშვნელოვანია.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში ყველა ვალდებულება და მოთხოვნა შესრულებული აქვს და მნიშვნელოვანია, რომ შემდგომი  პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.

გიორგი მარგველაშვილმა ელმარ ბროკთან დემოკრატიულ რეფორმებზე და მის განვითარებაზე, ასევე, შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა.

აღინიშნა, რომ ეს არჩვნები საქართველოში სამართლიან გარემოში უნდა ჩატარდეს და უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის ყველაზე მაღალ სტანდარტებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე