კვაჭანტირაძე: ბევრი ჩველი ევროპელი კოლეგა ისე უყურებს ვიზალიბერალიზაციის პროცესს, როგორც ,,შერეკილებში“ - მართლა რომ გაფრინდნენ
საქართველო, თბილისი - 18:11 | 06.06.2016 ნანახია: 2075
,,ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ევროკავშირში ახლა მოვიდა გონზე, რომ თურმე ჩვენ შეიძლება მართლა მივიღოთ ვიზალიბერალიზაცია’’, - ამის შესახებ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შექმნილი სიტუაცია მხატვრულ ფილმ ,,შერეკილებს“ ახსენებს.
”ჩვენ შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ - საქართველოს მხრიდან მაქსიმალური გაკეთდა ტექნიკური თვალსაზრისით, რომ დაგვეკმაყოფილებინა ევროკავშირის მოთხოვნები ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. დღეს ისეთი სიტუაციაა შექმნილი ”შერეკილებში” რომ არის - არავის ეგონა რომ გაფრინდებოდნენ, თუმცა ისხდნენ და მიფრინავდნენ. მე მგონი, ჩვენი ბევრი ევროპელი კოლეგაც ასე უყურებს ამ ვიზალიბერალიზაციის პროცესს. მივედით ბოლომდე, პრაქტიკულად ერთ ღილაკზე თითის დაჭერა რჩება და ზოგიერთი ახლა მოვიდა გონზე, რომ თურმე ჩვენ შეიძლება მართლა მივიღოთ ვიზალიბერალიზაცია. ამ დროს მთელი ამ წლების განმავლობაში, როგორც ჩანს, ჩვენ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით ვიდრე ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ევროკავშირში. მე მინდა ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს იმისთვის, რომ ვიყოთ აბსოლუტურად პირნათელი ევროკავშირთან ურთიერთობაში და ხაზი გავუსვათ იმას, რომ ჩვენი ვალდებულებები, რაც გვქონდა აღებული, არის სრულყოფილად შესრულებული და სიტუაციის გაუარესების არანაირ რისკს არ შეიცავს არც ერთი მიმართულებით”, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
პოლიტიკა
- დადგება დრო, როდესაც თქვენ, არჩევნების გზით მოგიწევთ ხელისუფლებიდან გამგზავრება, როგორც ეს თქვენი და სააკაშვილის საერთო მეგობარს, ვიქტორ ორბანს მოუწია, რომელიც „მამლის ყივილამდე“ ორთავე პოლიტიკურმა პარტიამ უარყავით - გიორგი შარაშიძე
- უნგრეთის მომავალმა პრემიერმა განაცხადა, რომ გააგრძელებს საქართველოსთან მეგობრობას, ჩვენს ადგილობრივ ოპოზიციას ილუზიები დაუმსხვრია და მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა - ლევან მახაშვილი
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
- დღეს აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზეს, უნიკალურობას, დედაენის დღეს ვულოცავთ ქართველ მეგობრებს - აშშ-ის საელჩო
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















