ბიძინა ივანიშვილი ხვალ ტელევიზიის ჟურნალისტებს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 16:37 | 06.06.2016
ნანახია: 2874

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხვალ, 12.00-ზე, ათი ტელევიზიის ჟურნალისტებს შეხვდება. ფორმატის შესახებ ინფორმაციას ,,ქართუ ჯგუფის” პრესსამსახური ავრცელებს. 

შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის შესავალი სიტყვით დაიწყება. ამის შემდეგ, 10 ტელეარხის წარმომადგენელი რიგრიგობით დასვამს კითხვებს და რესპონდენტი პასუხობს. კითხვების თანმიმდევრობას და რეგლამენტს უზრუნველყოფს მოდერატორი. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მაქსიმუმ ორ საათს გაგრძელდება და მაუწყებლების პირდაპირ ეთერში გადაიცემა. 

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე