ბერძენიშვილი მეჭიაურის პარტიაზე: თუ ის აიღებს 1%-ზე მეტს, ე.ი. ამ პარტიის შექმნას ექნება აზრი

საქართველო, თბილისი - 15:36 | 06.06.2016
ნანახია: 1666

ახალი პატიის - „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ შექმნას "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი გამოეხმაურა.

„მე ვფიქრობ , ბატონ მეჭიაურს დასჭირდება არჩევნებზე გასვლა იმისთვის, რომ გაიგოს რა ღირს პოლიტიკური ფიგურა. თუ ის აიღებს 1%-ზე მეტს, ე.ი. ამ პარტიის შექმნას ექნება აზრი“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა

,,ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა ახალი პატიის დასახელება და საინიციატივო ჯგუფის წევრები დღეს წარადგინა.  მეჭიაურის პარტიის წევრები არიან ჯემალ სეფიაშვილი, სანდრო ბრეგაძე, ლალი მოროშკინა, დავით ფაცაცია და ია მატრეველი. პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე