ინფორმაცია ჯეკ ბლეკის გარდაცვალების შესახებ ხუმრობა აღმოჩნდა

საქართველო, თბილისი - 18:30 | 06.06.2016
ნანახია: 1568

ამერიკული როკ-ჯგუფი Tenacious D, ტვიტერში წერს, რომ პოსტი მსახიობ ჯეკ ბლეკის  გარდაცვალების შესახებ ხუმრობა იყო. ”დამშვიდდით, ახალგაზრდებო, ეს უბრალოდ ხუმრობაა, შეხედეთ კამერას”, -ნათქვამია პოსტში. ”ლეგენდა ცოცხალია, ყველაფერი რიგზეა”, -ნათვქამია შემდეგ პოსტში.

როგორც ცნობილია, გუშინ Tenacious D-მა, რომლის წევრიცაა მსახიობი,  ტვიტერში გამოაქვეყნა ინფრომაცია ბლეკის გარდაცვალების შესახებ. პოსტი იუწყებოდა, რო მსახიობი გვიან ღამით დაუდგენელი მიზეზით გარდაიცვალა. უცხოურმა მედიამ ინფრომაცია მსახიობის გარდაცვალების შესახებ დაუყოვნებლივ გაავრცელა.

ჯეკ ბლეკი 46 წლისაა. ის ცნობილია კომედიური როლებით. მონაწილეობდა ფილმებში ”კინგ-კონგი”, ”როკის სკოლა” და სხვა. მსახიობი ”ოქროს გლობუსის” პრემიის ორგზის ნომინანტია.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე