საპარტნიორო ფონდი ჩინეთის დელეგაციას მასპინძლობს
საქართველო, თბილისი - 13:08 | 06.06.2016 ნანახია: 1628ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძილინის პროვინციის დელეგაცია საქართველოში საპარტნიორო ფონდის მოწვევით იმყოფება. დელეგაციის წევრები ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა მანანა კობახიძემ მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს.
„ჩინური დელეგაცია საკმაოდ წარმომადგენლობითია, დელეგაციის წევრებს შორის არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის, საფინანსო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. საქართველოში მათი ვიზიტი ემსახურება ქვეყნის ბიზნეს კლიმატისა და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობას. საინტერესო და ქვეყნის ეკონომიკის განვთარებაზე ორიენტირებული ერთობლივი საწარმოების შექმნის შესაძებლობას და დასაქმების ხელშეწყობას“-განაცხადასაპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ
შეხვედრაზე ხაზი გაესვა „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის მნიშვნელობას, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის საქმიანი და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ჩინეთსა და საქართველოში დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებს. საქართველო ქალთა საერთშორისო ფორუმს უმასპინძლებს, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა როლის გაზრდას ისახავს მიზნად.იგეგმება ძილინის პროვინციაში საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტიც.
ჩინური დელეგაცია საქართველოს საინვესტიციო კლიმატით და სხვადასხვა სექტორში ინვესტირებით ინტერესდება. ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალისა და გარემოს გაცნობის მიზნით დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, საქართველოს რეგიონების გუბერნატორებთან და თბილისის მერთან.
ჩინურ მხარეს წარმოადგენს ძილინის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის ვიცე ხელმძღვანელი; ძილინის პროვინციის ქალთა ფედერაციის ხელმძღვანელი; ძილინის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრი; საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ვიცე ხელმძღვანელი; Environmental Polytron Technologies Inc‐ის აღმასრულებელი დირექტორი; მეწარმე ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი; Changchun people's Printing Co., Ltd‐ს გენერალური მენეჯერი; Changchun Jianye Group Co., Ltd.‐ს გენერალური მენეჯერი.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძილინის პროვინციის დელეგაციის წევრებმა ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ღირშესანიშნაობები მოინახულეს, დაათვალიერეს ისტორიული ძეგლები და ქართული კულტურის გაცნობის მიზნით საქართველოს რეგიონებს ესტუმრნენ.
ჩინური დელეგაციის სამ დღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს სრულდება.
პოლიტიკა
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
- მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე
საზოგადოება
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
მსოფლიო
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
- ტრამპის განცხადება პასუხსაც არ იმსახურებს - ემანუელ მაკრონი
- დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა და მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა - დონალდ ტრამპი
- ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს თავისი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















