"საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ივლიან ევროპაში“ - ნოდარ ხადური

საქართველო, თბილისი - 12:42 | 06.06.2016
ნანახია: 1419

"საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ივლიან ევროპაში“, ამის შესახებ განცხადება საქართველოს ფინანსთან მინისტრმა ნოდარ ხადურმა სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

მისივე თქმით, არ არის დარჩენილი არცერთი საკითხი რომელზე კითხვის ნიშნები აქვთ მათ ევროპელ კოლეგებს.

"ჩვენ შესრულებული გვაქვს ყველა ის ვალდებულება რომელიც აღებული იყო და ამას აღნიშნავს ყველა აბსოლუტურად. არ არის დარჩენილი არცერთი საკითხი, რომელზე კითხვის ნიშნები აქვთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს. პროცესები მიმდინარეობს აქტიურად, არის ჩართული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო. ასე, რომ დაველოდოთ პროცესების განვითარებას. საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ივლიან ევროპაში“ - განცხადა ხადურმა.   





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე