ყაზახეთში სამხედრო ნაწილზე თავდასხმისას ხუთი ტერორისტი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 11:11 | 06.06.2016
ნანახია: 1529

ანტიტერორისტული ოპერაციისას ყაზახეთის ქალაქ აკტობეში ხუთი ექსტრემისტი გაანადგურეს, ორი კი დააკავეს. ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინოფრმაციით, სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქალაქში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი - წითელი დონე მოქმედებს.
აკტობეზე იერიში ექსტრემისტებმა გუშინ მიიტანეს. ისინი თავს დაესხნენ იარაღის ორ მაღაზიასა და სამხედრო ნაწილს. თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა -  სამი სამოქალაქო პირი და სამი სამხედრო, დაიჭრა კიდევ ათი ადამიანი. ყაზახეთის შსს-ის ინფორმაციით თავდასხმა ერთ-ერთი რადიკალური არატრადიციული  რელიგიური მიმდინარეობის მომხრეებმა განახორციელეს.




სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე