ერაყელმა სამხედროებმა სამარხში 400 ადამიანის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 10:50 | 06.06.2016
ნანახია: 1709

ერაყელმა სამხედროებმა, რომლებიც ჯიხადისტების მიერ დაკავებული ფალუჯას გასათავისუფლებლად ოპერაციას ატარებენ, 400 ადამიანის სამარხი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ერაყის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, დახვრეტლთა უმეტესობა ერაყელი სამხედროები არიან.

პოლიციამ ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ 2014 წლის ბოლოსა და 2015 წლის დასაწყისში ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ამ რეგიონში უამრავი მშვიდობიანი მცხოვრები და ჯარისკაცი დახვრიტეს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მშვიდობიანი მოქალაქეები, რომელთა ცხედრებიც საერთო სამარხში იპოვეს, ჯიხადისტებმა ”ჯაშუშობისა და ორგანიზაციის წესების დაუმორჩილებლობისათვის” დახოცეს.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე