გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვა

საქართველო, თბილისი - 09:41 | 06.06.2016
ნანახია: 1854

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტრასბურგში გაემგზავრება, სადაც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხს განიხილავს.  კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

როგორც ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი, შეხვედრაში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანიც მიიღებს მონაწილეობას. განცახდებაში ნათქვამია, რომ საუბარი ასევე შეეხება საქართველოს ვიზალიბერალიზაციასა და მოახლოებულ საპარალამენტო არჩევნებს.

8 ივნისს, ადგილობრივი დროით 11:30 საათზე, ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდება. ინფორმაცია ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე