უიტნი ჰიუსტონის საქორწინო კაბა აუქციონზე 3500 დოლარად გაიყიდება

საქართველო, თბილისი - 14:02 | 04.06.2016
ნანახია: 1646

უიტნი ჰიუსტონის ნივთებს აუქციონზე გაყიდიან, რომელიც ბევერლი ჰილსში გაიმართება. აუქციონზე წარმოდგენილი იქნება მომღერლის ასზე მეტი პირადი ნივთი, მათ შორის ხელნაწერები, სასცენო კოსტიუმები და ჯილდოები, რომლებიც ჰიუსტონს 30 წლიანი კარიერის განმავლობაში ჰქონდა მიღებული.

ყველაზე ძვირადღირებული კი მისი საქორწინო კაბაა, რომლის საწყისი ფასიც 3500 დოლარი იქნება.

უიტნი ჰიუსტონის პირადი ნივთების შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

აუქციონი 24 და 25 ივნისს შედგება.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე