ეუთოში ავსტრიის თავმჯდომარეობის პირველივე ეტაპზე, სებასტიან კურცი საქართველოს
საქართველო, თბილისი - 11:17 | 04.06.2016 ნანახია: 1547„საქართველოს თემა არასოდეს მოხსნილა ეუთოს დღის წესრიგიდან. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ, რუსეთთან მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ეუთო გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოსთვის. ეუთოში ავსტრიის თავმჯდომარეობის პირველივე ეტაპზე, საქართველოს ვეწვევი, რათა სხვა საკითხებთან ერთად, ვიმსჯელოთ იმაზეც, თუ დამატებით რა წვლილის შეტანა შეუძლია ეუთოს კონფლიქტის გადაწყვეტის საქმეში“ – აღნიშნულის შესახებ ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა სებასტიან კურცმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სებასტიან კურცის თქმით, გაყინული კონფლიქტები ზემოქმედებას ახდენს არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობაზე, არამედ მუდმივ ტვირთად აწვება ქვეყანას და მთელ სამეზობლოს.
პრესკონფერენციის დროს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა და, ამ კუთხით, 3 ივნისს გამართული ბიზნეს ფორუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც სებასტიან კურცმა აღნიშნა, „საქართველოსა და ავსტრიას შორის თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი არსებობს, რომელიც სარგებელს ორივე ქვეყანას მოუტანს“.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას ავსტრიაში ვიზიტისთვის და კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ აგვისტოში თბილისში ავსტრიის საელჩოს გახსნა იგეგმება. „მჯერა, რომ ეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობათა გაღრმავების მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება“ - განაცხადა სებასტიან კურცმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ავსტრიას 2016 წლის 1-3 ივნისს ეწვია. ვენაში მან შეხვედრები გამართა ეუთო-ში და ავსტრიის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველო-ავსტრიის ბიზნეს ფორუმში.
პოლიტიკა
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
- მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე
საზოგადოება
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
მსოფლიო
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
- ტრამპის განცხადება პასუხსაც არ იმსახურებს - ემანუელ მაკრონი
- დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა და მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა - დონალდ ტრამპი
- ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს თავისი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















