მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ევროპის აღმოსავლეთ კარიბჭეა, რომელიც ევროპის ქვეყნებს აზიასთან აკავშირებს
საქართველო, თბილისი - 11:16 | 04.06.2016 ნანახია: 1582
„საქართველო ევროპის აღმოსავლეთ კარიბჭეა, რომელიც მას აზიასთან აკავშირებს. სწორედ ესაა ის დამატებითი ღირებულება, რომელსაც საქართველო ევროპის ქვეყნებს სთავაზობს“ - აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან სებასტიან კურცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველო ამაყობს იმით, რომ პოლიტიკურ ურთიერთობასთან ერთად, საქართველოსა და ავსტრიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობაც დინამიურად ვითარდება. „ავსტრია მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს საქართველოში, მაგრამ კაპიტალთან ერთად, ავსტრიულ კომპანიებს საქართველოში ხარისხი და პროფესიონალიზმი შემოაქვთ. საქართველოსთან ურთიერთობით კი მათ სამხრეთ კავკასიასთან, შუა აზიასთან და შორეულ აღმოსავლეთთან კავშირების დამყარების შესაძლებლობა ეძლევათ“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მიიღებს უვიზო რეჟიმს, როგორც რეგიონში დემოკრატიული გარდაქმნების ლიდერი ქვეყანა, რომელმაც შეასრულა ყველა ვალდებულება, რაც მას ევროპის საიმედო პარტნიორად აქცევს.
მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ავსტრიის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეუთოში ავსტრიის თავმჯდომარეობის პერიოდში, ორ ქვეყანას ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობა მიეცემა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის უდიდეს გამოწვევად რჩება“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ავსტრიას 2016 წლის 1-3 ივნისს ეწვია. ვენაში მან შეხვედრები გამართა ეუთო-ში და ავსტრიის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველო-ავსტრიის ბიზნეს ფორუმში.
პოლიტიკა
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
- მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე
საზოგადოება
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
მსოფლიო
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
- ტრამპის განცხადება პასუხსაც არ იმსახურებს - ემანუელ მაკრონი
- დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა და მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა - დონალდ ტრამპი
- ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს თავისი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















