აშშ-ში მასწავლებელი 13 წლის მოსწავლისგან დაორსულდა

საქართველო, თბილისი - 17:09 | 03.06.2016
ნანახია: 2281

ტეხასის შტატში 24 წლის ალექსანდრია ვერა თავის 13 წლის მოსწავლესთან სექსის გამო დააკავეს. ახალგაზრდა მასწავლებელი დაპატიმრებისას ორსულად იყო. ვერას არასრულწლოვანთან ჩადენილი გარყვნილებისთვის 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.

მასწავლებლის თქმით, ის მოზარდზე შეყვარებულია. გოგონამ აღიარა, რომ მოსწავლეს 2015 წლის შემოდგომიდან ხვდებოდა. ალექსანდრია ვერას მტკიცებით, ბიჭის მშობლები მათ ურთიერთობას მხარს უჭერდნენ.

”სექსით ყოველ დღე ვკავდებოდით. ჩვენი კავშირი ურთიერთგაგებასა და სიყვარულზეა დამყარებული”, - განაცხადა მასწავლებელმა.

წყვილი თავიანთ ურთიერთობას არ მალავდა და ერთმანეთს სკოლის მოსწავლეების თვალწინ კოცნიდა. მათმა ურთიერთობამ სკოლის ადმინისტრაციის ყურადღება მიიქცია  და აღნიშნულის შესახებ პოლიციაში განაცხადა.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე