ლატვიის საზღვრებთან რუსული სამხედრო ხომალდი კვლავ დააფიქსირეს

საქართველო, თბილისი - 16:08 | 03.06.2016
ნანახია: 1535

ლატვიის ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის საზღვრებთან რუსული სამხედრო ხომალდი კვლავ დააფიქსირეს.

”ლატვიის ეკონომიკურ ზონაში ეროვნული შეიარაღებული ძალების ტერიტორიული წყლებიდან 4,5 მილის დაშორებით დაფიქსირდა რუსეთის შეიარაღებული ძალების სადაზღვევო ხომალდი”,- ნათქვამია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, რუსული სამხედრო თვითმფრინავები და გემები ლატვიის საზღვრებს 2015 წელს 270-ჯერ, 2014 წელს კი 250-ჯერ მიუახლოვდნენ.

რუსული მხარის განცხადებით, რუსული სამხედრო თვითმფრინავებისა და გემების გადაადგილება საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით ხორციელდება.




სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე