საბერძნეთში ჩაძირული ნავიდან 302 მიგრანტი გადაარჩინეს

საქართველო, თბილისი - 14:53 | 03.06.2016
ნანახია: 1610

სამაშველო ოპერაციების შედეგად კუნძულ კრეტასთან 302 მიგრანტი გადაარჩინეს. ამის შესახებ საბერძნეთის სანაპირო დაცვა იტყობინება.  

ასევე ნაპოვნია სამი ცხედარიც.

მსხვილმასშტაბიანი სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ეძებენ სხვა დაკარგულ ადამიანებსაც.  

სანაპირო დაცვის ინფორმაციით, 25 მეტრის სიგრძის ხომალდი კრეტასგან 75 მილის მოშორებით პარასკევს დილით ჩაიძირა. ნავის ყველა მგზავრი ზღვაში აღმოჩნდა. ჯერჯერობით უცნობია ბორტზე მყოფი ადამიანების ზუსტი რაოდენობა. ბერძნული მედიის ცნობით, მათი რაოდენობა 600-700 ადამიანს შეადგენდა.

სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობს ხუთი ხომალდი, მას შესაძლოა შეუერთდეს სანაპირო დაცვის გემიც. ოპერაციაში ასევე მონაწილეობს საბერძნეთის სანაპირო დაცვის თვითმფრინავი და სამხედრო ავიაციის ორი ვერმტფრენი.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე