გადაცემა „არჩევანში“ მონაწილეობისთვის "მაესტროს" 4 ჟურნალისტს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტეს

საქართველო, თბილისი - 18:32 | 02.06.2016
ნანახია: 2183

"მაესტროს" გენ.დირექტორმა გადაცემა „არჩევანში“ მონაწილეობისთვის ოთხ ჟურნალისტს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა.  

„მე როგორც საზოგადოების დირექტორი, ვიღებ გადაწყვეტილებას: 1. ჩატარდეს შიდა სამსახურეობრივი მოკვლევა ფაქტზე: 31 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2-„-ის გადაცემა „არჩევანში“ შპს „სტუდია მაესტროს“ მოქმედ თანამშრომელთა მონაწილეობის შესახებ. 2. მოკვლევის დასრულებამდე, შეუჩერდეთ უფლებამოსილება ტელეკომპანია „მაესტროს“ შემდეგ თანამშრომლებს: თამუნა ქემერტელიძეს, თელარა გელანტიას, ელენე კვანჭილაშვილსა და ბექა ბაციკაძეს“, - ნათქვამია გენ.დირექტორის გადაწყვეტილებაში.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე