თბილისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერი იმყოფება

საქართველო, თბილისი - 17:29 | 02.06.2016
ნანახია: 1353

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერი ჭანგ გაოლი ეწვია. აეროპორტში საპატიო სტუმარს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერი ჭანგ გაოლი 3 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართავს შეხვედრას.   პირისპირი და გაფართოებული ფორმატის შეხვედრების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერება შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ" და ურთიერთგაგების მემორანდუმებს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის."

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში პირველად განხორციელდა, 4 ივნისს დასრულდება





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე