სირიის მიმართულოებით დამიზნებული რუსული რაკეტები ირანში ჩამოვარდა

საქართველო, თბილისი - 10:08 | 09.10.2015
ნანახია: 2017

სირიის მიმართულებით კასპიის ზღვის აკვატორიიდან დამიზნებული რუსული რაკეტები შეცდომით ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ინფორმაციას ამის შესახებ შეერთებული შტატების დაზვერვა ავრცელებს.

სავარაუდოდ, ირანის ტერიტორიაზე 4 ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა, თუმცა უცნობია კონკრეტული ადგილი, სადაც რაკეტები ჩამოვარდა. ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.

ინფორმაციას ამ დრომდე უარყოფს რუსეთის თავდაცვის უწყება.

პარალელურად, რუსეთი ავიაიერიშებს სირიის ტერიტორიაზე ისევ განაგრძობს. ამჯერად ავიაციამ სამიზნეები ჰამას პროვინციაში გაანადგურა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე