აგვისტოს ომის საქმეზე ჩვენი ინტერესია ეთნიკური წმენდის ნაწილი ბოლომდე იქნას გამოძიებული,- თეა წულუკიანი
საქართველო, თბილისი - 09:57 | 09.10.2015 ნანახია: 1914ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ შესაძლოა რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება დაიწყოს. ამ თემას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ინტერესია აგვისტოს ომის საქმეზე ეთნიკური წმენდის ნაწილი ბოლომდე იქნას გამოძიებული. მისი თქმით მთავარი პროკურატურა ამ მხრივ აქტიურ სამუშაოებს აწარმოებს.
"აგვისტოს ომის საქმეზე ჩვენი ინტერესია ეთნიკური წმენდის ნაწილი ბოლომდე იქნას გამოძიებული, რადგან ქართველთა ეთნიკური წმენდა ჩვენ ყველას გვახსოვს არის მომხდარი. მთავარი პროკურატურა თანამშრომლობს ქალბატონი ბენსუდას ოფისთან ერთადერთი ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ინფორმაციაზე და იმედი მაქვს ქალბატონი ბენსუდა დაგვეხმარება ეს გამოვასწოროთ,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ,რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ შესაძლოა რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება დაიწყოს. "არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ 2008 წლის ომის დროს საქართველოში სამხედრო დანაშაულია ჩადენილი" – ამ შინაარსის განცხადება სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
ჰააგის სასამართლოს წესების მიხედვით სრულფასოვანი გამოძიების დასაწყებად პროკურორმა წინასწარი წარმოების პალატის ნებართვა უნდა მიიღოს.
პოლიტიკა
- პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება
- ევროპელი პარტნიორები მეუბნებოდნენ მაგალითად, უკრაინაში ვიცოდით, ვისთან უნდა გვესაუბრა, ესენი იყვნენ იყო იუჩენკო და ტიმოშენკო, თქვენს შემთხვევაში, ვის ვესაუბრებით, ვინ წარმოადგენს ოპოზიციას - თინა ბოკუჩავა
- გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო, სასამართლომ დავით კირთაძე დააჯარიმა
- საქართველოში, ახალგაზრდები ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა
მსოფლიო
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს