საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 3-4 ივნისს დანიშნა

საქართველო, თბილისი - 01:04 | 02.06.2016
ნანახია: 1439

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2016 წლის 3 - 4 ივნისს დაინიშნა. 
განკარგულების მიხედვით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დაინიშნა თანდართული დღის წესრიგით, რომელშიც გათვალისწინებულია პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარმდგენილი საკითხების განხილვა - მათ შორის, უზენაესი სასამართლოს 3 მოსამართლის კანდიდატურის დამტკიცებისა და "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონზე მოტივირებული შენიშვნების საკითხები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე