სასამართლომ ”მის თურქეთს” ერდორანის შეურაცხყოფისათვის 14-თვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა

საქართველო, თბილისი - 10:17 | 01.06.2016
ნანახია: 1810

სტამბულის სასამართლომ 14-თვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა ყოფილ ”მის თურქეთს” მერვე ბუიუქსარაჩს, რომელმაც სასამართლოს აზრით, ქვეყნის პრეზიდენტს რეჯებ ტაიპ ერდოღანს ”ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული პოსტით შეურაცხყოფა მიაყენა.

სასამართლომ 27 წლის მოდელი საჯარო პირის შეუარაცხყოფისათვის დამნაშავედ ცნო.

ვერდიქტის თანახმად, პირობითი სასჯელი რეალური გახდება იმ შემთხვევაში თუ მოდელი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში პრეზიდენტს კიდევ შეურაცხყოფს.  

მოდელის ადვოკატის განცხადებით, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, ასევე შეიტანენ აპელაციას სტრასბურგის სასამართლოშიც.

ბუიუქსარაჩი გასულ წელს ”ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული პოსტის გამო დააკავეს. მან გამოაქვეყნა სატირული ლექსი, რომელიც იმ დროს მთელს სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა. ბრალდებამ მიიჩნია, რომ ეს პოსტი ერდოღანისთვის შეურაცხმყოფელი იყო.

თავად მოდელი, რომელიც ”მის თუქრეთი” 2006 წელს გახდა, აცხადებს,  რომ ქვეყნის ლიდერის შეურაცხყოფა განზრახული არ ჰქონია.  

თურქეთში მოქმედებს კანონი, რომელიც კრძალავს პრეზიდენტის შეურაცხყოფას. კანონის თანახმად დამნაშავედ აღიარებულ პირს ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე