თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბ-ბინაში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს
საქართველო, თბილისი - 17:32 | 08.10.2015 ნანახია: 2567საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბ-ბინაში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. თინათინ ხიდაშელი უკვე შეხვედა რუმინეთის, ბულგარეთის და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრებს.
ორმხრივი შეხვედრების დროს მხარეებმა შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების განმტკიცებაზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებიც განიხილეს.
„ჩვენი ამოცანაა, თურქეთთან, რუმინეთთან და ბულგარეთთან ერთად ყველა იმ პროექტის ნაწილი ვიყოთ, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სწორედ, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით ნატოს გეგმებზე ვისაუბრეთ რუმინელ და ბულგარელ კოლეგებთან. საქართველო ნატოს პარტნიორი ქვეყანაა და, შესაბამისად, ამ პროცესში გვერდზე ვერ დადგება. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრისგანაც მივიღეთ პირობა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში ნატო უფრო აქტიურად ჩაერთვება. რუმინეთი და ბულგარეთი ჩვენი აქტიური მხარდამჭერები არიან. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ჩვენს სხვა მეგობრებთან ერთად მათ აქტიურ მხარდამჭერას ველოდებით. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი მცდელობა საბოლოო ჯამში შედეგს აუცილებლად გამოიღებს“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
პოლიტიკა
- პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის თარიღი გახდება ცნობილი
- პუტინის რუსეთი თუ უკრაინაში გაიმარჯვებს, იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს, ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგები უკვე ვნახეთ საქართველოსა და მოლდოვაში - ბორელი
- მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო
- პრეზიდენტის არჩევის თარიღი ხვალ გახდება ცნობილი
მსოფლიო
- ჯონ კირბი ადასტურებს, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს