ნაძალადევის რაიონი 1 ივნისს ბავშვებს განახლებული სტადიონებით ულოცავს

საქართველო, თბილისი - 12:40 | 31.05.2016
ნანახია: 1341

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს  ნაძალადევის რაიონი 30-მდე განახალებული სტადიონით ხვდება. სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები ყველა მათგანზე დასრულდა.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში მოედნებზე დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, გამოიცვალა კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები. სტადიონებზე არსებული ლითონის კონსტრუქციები, თანამედროვე ლითონისა და პლასტმასის შერეული კონსტრუქციებით განახლდა.

ბოლო თვეების მონაცემებით ნაძალადევის რაიონში არსებულ 30-მდე სპორტულ მოედანს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

“ბავშვებს სათამაშო და სპორტული აქტივობსთვის მეტი შესაბამისი სივრცე გვინდა შევუქმნათ, ამიტომ ვცდილობთ მაქსიმალურად ბევრი სტადიონის რეაბილიტაცია მოვახდინოთ რაიონში. მოხარული ვარ, რომ საშუალება მოგვეცა 1 ივნისი ბავშვებს განახლებული სტადიონებით მივულოცოთ“- განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე