ავიადარტყმების შედეგად ავღანეთში 29 ტერორისტი განადგურდა

საქართველო, თბილისი - 15:45 | 30.05.2016
ნანახია: 1901

სულ მცირე 29 მებრძოლი განადგურდა ავღანეთის სამხედრო ავიაციის ავიადარტყმების შედეგად. როგორც სააგენტო Khaama Press-ს ქვეყნი თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, საჰაერო ოპერაციები ბაგლანისა და ყანდაღარის პროვინციებში ჩატარდა. ავაიდარტყმების შედეგად დაიჭრა კიდევ 6 მებრძოლი, განადგურდა ისლამისტების სამალავი, მათი ტრანსპორტი, იარაღისა და საბრძოლო მასალების საწყობები.
ავღანეთში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვითარება ძალიან გამწვავდა. რადიკალურმა მოძრაობა ”თალიბანმა” სოფლების დაკავების შემდეგ მასშტაბური იერიში მიიტანა მსხვილ ქალაქებზე. ავღანეთში ასევე გაძლიერდა ”ისლამური სახელმწიფოს” გავლენაც.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე