აზერბაიჯანის მოქალაქე ვაზნების უკანონოდ შემოტანას შეეცადა

საქართველო, თბილისი - 17:00 | 08.10.2015
ნანახია: 1880

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 15 ცალი საბრძოლო ვაზნის შემოტანას შეეცადა საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“, გავლით საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოსული აზერბაიჯანის მოქალაქე გ.ბ.

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ვაზნები 8 ოქტომბერს, ეჭვის საფუძველზე მგზავრის ხელბარგის დათვალიერების შედეგად, მის ხელჩანთში აღმოაჩინეს.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე