ერდოღანი რუსეთს ქურთი მებრძოლებისთვის იარაღის მიწოდებაში ადანაშულებს

საქართველო, თბილისი - 15:08 | 30.05.2016
ნანახია: 1811

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდორანმა რუსეთი ქურთთა მუშათა პარტიისთვის იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, დღეს ქურთი სეპარატისტები აღჭურვილნი არიან რუსეთის მიერ გაგზავნილი იარაღით.

”ახლა ტერორისტებს აქვთ საზენიტო შეიარაღება და რაკეტები, რომლებიც მათ რუსეთმა მისცა. სეპარატისტები ამ იარაღით არიან მომარაგებული. იარაღს ტერორისტული ორგანიზაციები სირიისა და ერაყის გავლით იღებენ”, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს დიარბაქირში გამგზავრებამდე.

რუსეთის საგარეო უწყება ქურთთა მუშათა პარტიისთვის იარაღის მიწოდების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.




სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე