ერაყში კიდევ ორი აფეთქება მოხდა - გარდაცვლილთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 13:41 | 30.05.2016
ნანახია: 1662

კიდევ ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა ერაყის დედაქალაქში და მის მახლობლად. აფეთქებების სერიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, დაჭრილთა რიცხვი კი 50-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ”როიტერი” ავრცელებს.

მანამდე გარცელებული ინფორმაციით, დანაღმული ავტომობილი ბაღდადში შიიტურ რაიონში აფეთქდა.

ერაყში ”ისლამური სახელმწიფოს” ქმედებების გამო დაძაბული ვითარებაა.

სამი წლის განმავლობაში ტრერორისტებმა ერაყისა და სირიის მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკავება შეძლეს. დაჯგუფების წინააღმდეგ სასტიკ ბრძოლას აწარმოებს კოალიცია აშშ-ს ხელმძღვანელობით, ასევე ქურთთა რაზმები, სირიის არმია, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები ეხმარებიან.ტერორისტებმა რამდენიმე  სტრატეგიულ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაკარგეს. დღეს დილიდან მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ფალუჯას გასათავისუფლებლად, ერაყის არმიამ ქალაქის ცენტრალური ნაწილი დაიკავა.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე