თამაზ მეჭიაური ახალი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციას ორ კვირაში გეგმავს

საქართველო, თბილისი - 13:31 | 30.05.2016
ნანახია: 1334

პარლამენტის წევრი, თამაზ მეჭიაური ახალი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციას დაახლოებით, ორ კვირაში გეგმავს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა განაცხადა, რომ ახალ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს, მათ შორის პოლიტიკოსებთანაც.

,,კონსულტაციები მაქვს მთელ რიგ პოლიტიკოსებთან, სხვადასხვა კერძო პირებთან, რომელთაც პოლიტიკაში მოსვლის ინტერესი აქვთ. საბოლოოდ, ეს კონსულტაციები არ დამთავრებულა. გარკვეულ ნაწილთან უკვე გვაქვს შეთანხმება. ალბათ, ეს ერთ კვირაში, მაქსიმუმ ორ კვირაში მიიღებს საბოლოო სახეს” - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა და დასძინა, რომ არ გამორიცხავს, თბილისის ერთ-ერთ რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე