ავღანეთში თალიბების თავდასხმებს 11 პოლიციელი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:24 | 30.05.2016
ნანახია: 1705

მოძრაობა ”თალიბანის”მებრძოლები ავღანეთში პოლიციის რამდენიმე განყოფილებას თავს დაესხნენ. თავდასხმებს 11 პოლიციელი ემსხვერპლა, 7 კი დაიჭრა.

ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში  ჰილმენდის პროვინციაში მოხდა. თავდამსხმელთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია ლიკვიდირებული მებრძოლების რაოდენობის შესახებაც.

ავღანეთში სიტუაცია ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან გამწვავდა. რადიკალურმა მოძრაობა ”თალიბანმა” მასშტაბური იერიშები დაიწყო ქვეყნის უმსხვილესი ქალაქების წინააღმდეგ. ავღანეთის ტერიტორიაზე ასევ გაძლიერდა ”ისლამური სახელწმიფოს” გავლენაც.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე