ერაყის არმიამ ფალუჯას ცენტრალური ნაწილი დაიკავა

საქართველო, თბილისი - 13:06 | 30.05.2016
ნანახია: 1426

ერაყის შეიარაღებული ძალები და პოლიცია ქალაქ ფალუჯას ცენტრალურ ნაწილში შევიდნენ. როგორც ოპერაციის ხელმძღვანელმა გენერალმა აბდელ ვაჰაბ საიდმა მედიას განუცხადა, ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებისგან ფალუჯას ცენტრალური ნაწილის გასათავისუფლებლად მასშტაბური ოპერცია დილით დაიწყო. მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულია, თუმა ექსტრემისტები სასტიკ წინააღმდეგობას განაგრძობენ.
გასულ კვირას არმიამ ფალუჯას შემოგარენის 80 პროცენტი დაიკავა და 100-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურა. სამხედროებმა და რაზმელებმა უსაფრთხო კორიდორით 507 ოჯახი სამშვიდობოზე გაიყვანეს.

სხვადასხვა ინფორმაციით, ფალუჯაში ამ დროისათვის 50-90 ათასი მცხოვრები იმყოფება. ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ქალაქის მისადგომებთან სნაიპერები განათავსეს, რომლებიც ცეცხლს უხსნიან მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც ქალაქის დატოვებას ცდილობენ.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე