გიორგი მარგველაშვილი - სლოვაკეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობა საქართველოს ევროინტეგრაციის გაღრმავებისათვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას შექმნის
საქართველო, თბილისი - 12:40 | 30.05.2016 ნანახია: 1550
სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა მედიისათვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ანდრეი კისკას ვიზიტს ისტორიული უწოდა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის აქტიური მხარდაჭერისათვის სლოვაკეთს მადლობა გადაუხადა.
„მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში სლოვაკეთის პრეზიდენტის პირველი ისტორიული ვიზიტი შედგა, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისათვის მნიშვნელოვანი იმპულსის მიმცემი იქნება.
ჩვენ გვქონდა ძალიან თბილი, მეგობრული შეხვედრა შარშან, როდესაც მე თქვენ გეწვიეთ და ეს მეგობრული შეხვედრა გაგრძელდა დღესაც.
ჩვენ შევთანხმდით იმ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე, რომლებსაც ტრადიციულად ჩვენ ვავითარებდით ერთობლივ ფორმატებში.
მე მინდა, მადლობა გითხრათ თქვენი მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში.
მიმაჩნია, რომ თქვენი ევროკავშირის პრეზიდენტობა, რომელიც ერთ თვეში იწყება, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება, რომ უფრო გააღრმავოს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ტემპი.
ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა როგორც კულტურულ, ასევე სამხმედრო სფეროში და ბუნებრივია ჩემი და ახლა თქვენი ვიზიტით იქმნება სულ უფრო მეტი, ახალი შესაძლებლობა ბიზნესთანამშრომლობის თვალსაზრისით.
ძალიან სასიამოვნოა, რომ თქვენ ჩამობრძანდით ბიზნესმენების დიდ ჯგუფთან ერთად და ბუნებრივია ის თანამშრომლობა და ის მემორანდუმები, რომლებიც დაიდება ჩვენს პალატებს შორის გახსნის ფართო შესაძლებლობას ორივე ქვეყნის ბიზნესმენების დაინტერესების თვალსაზრისით.
ჩვენს შორის სულ უფრო იზდრდება, როგორც ტურიზმის ასევე, კულტურული თანამშრომლობისა და თანამშრომლობის სხვა ფორმები.
კიდევ ერთხელ გამოვხატავ სიხარულს თქვენი ჩამობრძანების გამო და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი რამდენიმე დღე, ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნებისათვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ანდრეი კისკას განცხადებით, საქართველომ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროს ევროპისაკენ მიმავალ ერთადერთ გზაზე, რაშიც სლოვაკეთი მხარდაჭერას უცხადებს.
„მოგესალმებით, მსურს აღვნიშნო, რომ სანამ თქვენს ქვეყანაში ჩამოვიდოდი ბევრი საუბარი მქონდა საქართველოს შესახებ, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ საქართველოს, როგორ გვესმის თქვენი ქვეყანა, რა შეხედულებები გაგვაჩნია.
ეს არის ქვეყანა, რომელიც მდიდარია ისტორული მემკვიდრეობით, ულამაზესი ბუნებით. საქართველოში გატარებული პირველივე საათების შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ წავალ უდიდესი შთაბეჭდილებებით.
მე ჩამოვედი იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას კიდევ უფრო დიდი იმპულსი მივცე.
მოხარული ვარ, რომ მე მახლავს ბიზნესმენთა ჯგუფი, რომლებთან ერთად ასეულობით კილომეტრით მოვცილდები დედაქალაქს, ვიმოგზაურებ თქვენს ქვეყანაში, ჩვენ შევისწავლით გარემოს, იმისათვის, რომ დავეხმაროთ ქვეყნის ეკონომიკის და ტურიზმის სფეროს განვითარებას.
ვიცით, რომ თქვენი კულტურული პროდუქტი საკმაოდ მაღალი პოტენციალის მქონეა და იმედი მაქვს, რომ უამრავ პოზიტიურ სიურპრიზს შევთავაზებთ ჩვენს ქვეყნებს.
მე ჩამოვედი, იმისათვის, რომ მხარი დაგიჭიროთ თქვენ და თქვენს ხალხს იმ გზაზე, რომელიც საქართველოს ევროპისა და ნატოსკენ წაიყვანს.
ვიცი, რომ ბევრი პრობლემაა ამ მიმართულებით, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროთ წინ.
პრეზიდენტთან შეხვედრის დროსაც ხაზი გავუსვით ამ საკითხს. ჩვენ თითქმის ერთი ზომის ქვეყნები ვართ, მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ში თქვენი გაწევრიანება გახდეს რეალობა.
როდესაც ჩვენ გავხდით ნატო-ს წევრები, ჩვენი მშობლები ვერც კი იოცნებებდნენ ამის შესახებ, ივლისში კი, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის პრეზიდენტი ხდება.
ასოცირების შეთანხმება საქართველოს საკმაოდ დიდ ძალას აძლევს ამ გზაზე. ეს არის ის ბილიკი, რომელზეც თქვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ივლით იმ ერთადერთი მიმართულებით, რომელსაც ევროპული გზა ჰქვია.
მე და პრეზიდენტმა ვისაუბრეთ საქართველოს ნატო-ს მომავალი წევრობის შესახებ. მიმაჩნია, რომ ნატო-ს ბოლო სამიტის შემდეგ თქვენ კარგი მოლოდინები უნდა გქონდეთ, იმის შესახებ თუ როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა.
უამრავი რამ გაკეთდა, საკუთრივ ნატო-ს სამხედრო წვრთნები, რომლებიც ერთობლივად ჩატარდა საქართველოში. იმედი მაქვს, რომ შემდეგ სამიტზე გაცილებით დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს თქვენი ქვეყანა ბატონო პრეზიდენტო.
რაც შეეხება რეფორმებს, რომლებსაც თქვენ ატარებთ, იგივე იყო სლოვაკეთშიც. როდესაც ჩვენც უნდა შეგვესრულებინა პირობები გაწევრიანების შესახებ. ბევრი რეფორმა გავატარეთ, ზოგ შემთხვევაში ჩვენი ხალხის სასიცოცხლო სტანდარტებმა დაიკლო კიდეც, თუმცა მოკლე ხანში რეფორმებმა პოზიტიური შედეგი გამოიღო.
მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს მეგობულ ურთიერთობას - მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთში სამით-ერთი გავიმარჯვეთ, და ასევე, დავამარცხეთ გერმანელები, ფეხბურთი ჩვენს მეგობრობას ვერ შეუშლის ხელს.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ თბილი დახვედრისთვის. ჩვენც შევეცდებით, რომ სლოვაკეთში თქვენს პრეზიდენტს სათანადოდ ვუმასპინძლოთ”, - განაცხადა ანდრეი კისკამ.
პოლიტიკა
- საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა არის 257 000, ბინადრობის ნებართვა გაცემულია 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე - ირაკლი კობახიძე
- ჩვეულებრივი ამბავია, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება, ყოფილი მინისტრიც იყოს დაბარებული - გია ვოლსკი ლევან დავითაშვილზე
- დასახიჩრებულ ადამიანებზე როდესაც საუბრობთ, ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც წარმოადგენთ გახარიას, ამ მატყუარა, მშიშარა კაცის გუნდს?! მისი ბრძანებით, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს - ირაკლი კირცხალია შალვა კერესელიძეს
- გაათავისუფლეთ უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდები, რომლებიც თქვენს მხარდამჭერებსაც კი ხინჯად აქვთ გულში გაჩხერილი - ფრაქცია „საქართველოსთვის“ პარლამენტს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს
საზოგადოება
- „თეგეტა“ „კავკასიის მედიცინის ცენტრთან“ პარტნიორობით თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის პროგრამას იწყებს
- ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის - „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით ზამთრის ბანაკი გაიმართა
- 14-15 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს
- „თეგეტამ“ BARTA 2025-ის საპატიო ჯილდო მიიღო
სამართალი
- პროკურატურა: ე.წ. ქოლცენტრების, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე დაკავებულია ელისო კილაძე. ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება ოთარ ფარცხალაძეს
- ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავეს, ერთ-ერთი პოლიციელს მანქანით განზრახ დაეჯახა
- პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა შეეფარდა
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტი გამუდმებით ამბობს, რომ ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავთ, თუმცა ამ ძალას ზოგჯერ შეიძლება იმდენად ძლიერი დარტყმა მიაყენონ, ვეღარ აღდგეს - აიათოლა ალი ხამენეი
- მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს რვა წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
- დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის წინააღმდეგ ისრაელის დარტყმებს - მედია
- ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Volvo Cars EMEA - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
- „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















