გატაცებული ფეხბურთელი გათავისუფლებულია

საქართველო, თბილისი - 11:58 | 30.05.2016
ნანახია: 1475

საბერძნეთის ”ოლიმპიაკოსისა” და მექსიკის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების 25 წლის თავდამსხმელი ალან პულიდო, რომელიც უცნობმა პირებმა გაიტაცეს, გათავისუფლებულია.

მექსიკელი სამართალდამცვლების განცხადებით, პულიდო ტყევობიდან  გვიან ღამით დაიხსნეს. გათავისუფლების სხვა დეტალები უცნობია. ფეხბურთელი ამ დროისათვის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, პულიდო შაბათს საღამოს მექსიკის ქალაქ სიუდად-ვიქტორიაში გაიტაცეს. ფეხბურთელი თავის მეგობარ გოგონასთან ერთად წვეულებიდან ბრუნდებოდა, როდესაც მის ავტომობილს რამდენიმე სატვირთო მანქანამ გზა გადაუღობა, რის შემდეგაც ექვსმა ნიღბიანმა პირმა პულიდო მანქანიდან გადმოიყვანა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. გამტაცებლებს გოგონასთვის ხელი არ უხლიათ.  




სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე