ბაღდადში აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:26 | 30.05.2016
ნანახია: 1478

ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში  ავტომობილის აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა. ”როიტერის” ინფორმაციით, ინციდენტი ერაყის დედაქალაქის შიიტურ რაიონში მოხდა.


ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

ერაყში ”ისლამური სახელმწიფოს” ქმედებების გამო დაძაბული ვითარებაა შენარჩუნებული.

სამი წლის განმავლობაში ტრერორისტებმა ერაყისა და სირიის მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკავება შეძლეს. დაჯგუფების წინააღმდეგ სასტიკ ბრძოლას აწარმოებს კოალიცია აშშ-ს ხელმძღვანელობით, ასევე ქურთთა რაზმები, სირიის არმია, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები ეხმარებიან. ტერორისტებმა რამდენიმე  სტრატეგიულ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაკარგეს.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე