ძლიერმა სეტყვამ დუშეთის და გორის სოფლები დააზარალა

საქართველო, თბილისი - 12:04 | 29.05.2016
ნანახია: 1515

ძლიერმა სეტყვამ დუშეთის და გორის რამდენიმე სოფელი დააზარალა. სოფლებში მოსავალი, თითქმის, მთლიანად განადგურებულია.  

ადგილობრივების განცხადებით, სეტყვა იმდენად ძლიერი იყო, რომ სოფელში ყველა ოჯახი დაზარალდა. განადგურებულია ადგილობრივი მოსახლეობის სახლების სახურავებიც.

რაც შეეხება გორის რაიონს, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე რამდენიმე სოფელში, სეტყვამ ბოსტნეული და ნათესები გაანადგურა. 

ზარალის ოდენობა დაზუსტებული არ არის. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე