შსს-ს თანამშრომელმა ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველო, თბილისი - 11:58 | 29.05.2016
ნანახია: 1483

სამხრეთ აფრიკაში გამართულ ძალისმიერი სამჭიდის პროფესიონალ სპორტსმენთა მსოფლიო ჩემპიონატში საქართველოს ხუთკაციანმა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა, რომლის შემადგენლობაშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ლევან გილიგაშვილი ასპარეზობდა.
ლევან გილიგაშვილმა 83 კგ წონით კატეგორიაში 200 კილოგრამიანი შტანგა ასწია, მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
პოლიციის მაიორი ლევან გილიგაშვილი სპორტის საერთაშორისო ოსტატია, მას მოპოვებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ტიტული. იგი ევროპის ჩემპიონი, ევროპის თასის მფლობელი, მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი და საქართველოს 14 გზის ჩემპიონია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე