სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხის 7-კილომტრიანი მონაკვეთი აღდგება

საქართველო, თბილისი - 11:53 | 29.05.2016
ნანახია: 1481

3 სოფლის 1 000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გახდება წყალუზრუნველყოფილი გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად.

პროექტის ფარგლებში აღდგება არხის 7 კილომტრიანი მონაკვეთი. რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებაც 512 000 ლარია, აპრილში დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

2012 წლიდან ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 18 სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა. დღეისათვის რეგიონში 7, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრატსრუქტურის 27 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე