ელისაბედ II ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველო, თბილისი - 18:05 | 27.05.2016
ნანახია: 1357

მისი უდიდებულესობა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II გიორგი მარგველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს .

„თქვენო აღმატებულებავ, მსურს გადმოქცეთ ჩემი მილოცვა ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი წელს, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს აღნიშნავს.

ქართველ ხალხს ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს, იღბალსა და ბედნიერებას“, - ნათქვამია დედოფალ ელისაბედ II-ის ოფიციალურ წერილში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე