ბარაკ ობამამ მსოფლიოს მოუწოდა უარი თქვას ბირთვულ იარაღზე

საქართველო, თბილისი - 14:21 | 27.05.2016
ნანახია: 1528

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჰიროსიმაში ვიზიტისას მსოფლიოს მოუწოდა უარი თქვას ბირთვულ იარაღზე.
მან მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო ატომური დაბომბვისას გარდაცვლილებს. სიტყვით გამოსვლისას ობამამ აღნიშნა, რომ 1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკიში განვითარებულმა მოვლენებმა მთელი მსოფლიო შეცვალა.

”71 წლის წინ ერთ ნათელ დილას ციდან სიკვდილი ჩამოვარდა და მსოფლიო შეიცვალა”, -განაცხადა ობამამ.

მისი თქმით მთელი მსოფლიო აგებს პასუხს მომავალში მსგავსი დანაშაულისთვის და მოუწოდა მას უარი თქვას ბირთვულ იარაღზე.

”ის ქვეყნები, ჩემი ქვეყნის მსგავსად, რომლებიც ბირთვული იარაღის არსენალებს ვფლობთ, უარს  უნდა ვამბობდეთ მასზე და ვისწრაფვოდეთ მშვიდობისკენ მის გარეშე”, - აღნიშნა ობამამ.

ბარაკ ობამა ამერიკის პირველი პრეზიდენტია,  რომელიც 1945 წლის შემდეგ ჰიროსიმაში ჩავიდა.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე