”დიდი შვიდეული”: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მანამდე იმოქმედებს, ვიდრე ის მინსკის შეთანხმებებს სრულად არ შეასრულებს

საქართველო, თბილისი - 12:06 | 27.05.2016
ნანახია: 1605

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მანამდე იმოქმედებს, ვიდრე ის მინსკის შეთანხმებებს სრულად არ შეასრულებს. შესაბამისი გადაწყვეტილება იაპონიაში, ”დიდი შვიდეულის” სამიტის ლიდერებმა მიიღეს. ”სანქციები  მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიხსნება, თუ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს”, - ნათქვამია კომუნიკეში.

”დიდი შვიდეულის” სამიტის ლიდერების თქმით, უკრაინის კონფლიქტში რუსეთის მონაწილეობის გამო შესაძლოა, სანქციები გაიზარდოს. ”ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ახალი შემზღუდავი ზომები, თუ რუსეთის ქმედებები ამას მოითხოვს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შვიდეულის (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, აშშ, საფრანგეთი და იაპონია)  სამიტი გუშინ წყნარი ოკეანის სანაპიროსთან,  მიეს პრეფექტურაში გაიხსნა. დღეს სამიტი მუშაობას დაასრულებს.




სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე