ჰიროსიმაში ბარაკ ობამას ისტორიული ვიზიტი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 11:23 | 27.05.2016
ნანახია: 1443

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჰიროსიმაში თავისი ვიზიტი ივაკუნის ამერიკულ ავიაბაზაში სტუმრობით დაიწყო. ის ამერიკის  პირველი პრეზიდენტია, რომელიც ქალაქს 1945 წლის ატომური დაბომბვის შემდეგ ეწვია.

ბაზის მოსამსახურეების წინაშე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ობამა ჰიროსიმას მემორიალური კომპლექსისკენ გაემართა, სადაც დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებებში ამერიკის პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის შედეგად სამი ცოცხლად გადარჩენილი იაპონელიც.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე